Learn Fresh-ის ინოვაციური პროგრამა MLS STEM Goals კალათბურთის თამაშის მეშვეობით მოზარდებს STEM-ის სამყაროში ამოგზაურებს.
პროგრამა ეფუძნება სიმულაციურ კალათბურთის თამაშს, სადაც სწავლა თამაშად იქცევა, ხოლო თამაში — ცოდნად. ეს არის შესაძლებლობა მოზარდებისათვის, ერთდროულად განივითარონ აკადემიური და პრაქტიკული უნარები.
MLS STEM Goals კალათბურთის თამაში აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დისციპლინებს, სადაც მონაწილეები იყენებენ მოთამაშეთა სტატისტიკას გოლების გასატანად, სწავლობენ ანალიზს, ლოგიკურ აზროვნებას და გუნდურ მუშაობას. სამოქმედო ბარათების მეშვეობით კი იღრმავებენ ცოდნას კალათბურთისა და STEM თემების შესახებ.