24 ნოემბერს “საზოგადოება ბილიკში” ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (Access ) მოსწავლეებმა მადლიერების დღე აღნიშნეს და ამასთან დაკავშირებით Peace Corp ის მოხალისემ მარგარეტ მიხაილოვამ გამამდიდრებელი აქტივობა ჩაატარა.
პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისათვის გაიმართა ცნობიერების ასამაღლებელი და ენობრივი უნარების გასამდიდრებელი არაერთი საინტერესო აქტივობა, მ.შ. დისკუსია, პრეზენტაციები, ერთობლივად მოამზადეს პოსტერები და ვიდეო.


