ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრის აღსაზრდელებს უსასყიდლოდ ასწავლის ცეკვას.
მარიამ ადუაშვილი არის ქორეოგრაფიული ანსამბლ „ცეროდენას“ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი. მან ანსამბლი 9 წლის წინ დააფუძნა და ამ დროის განმავლობაში არაერთ წარმატებასა და წინსვლას მიაღწია.
მარიამის მიერ ჩატარებული ცეკვის გაკვეთილები ბავშვებისთვის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის. ეს არის თვითგამოხატვის საშუალება, ემოციების გამოხატვა და გუნდური მუშაობის გამოცდილება.
როგორც თავად აღნიშნავს, მას სურდა ეპოვა სივრცე, სადაც მისი შემოქმედება იქნებოდა სიკეთისა და სიყვარულის დასაწყისი — ადგილი, სადაც ბავშვებს განსაკუთრებული მზრუნველობა და მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ ამ სურვილმა მოიყვანა იგი „საზოგადოება ბილიკში“.
მადლობა მარიამ ადუაშვილს გულწრფელი მოხალისეობისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც იგი ბავშვებს უზიარებს. მისი მაგალითი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სიკეთე ნამდვილად გადამდებია.


