2025 წლის 17 და 24 ოქტომბერს ,,საზოგადოება ბილიკის” ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებში გორსა და ხაშურში ,, მშობელთა კლუბის” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე ,, რა უნდა ვიცოდეთ აუტიზმის დიაგნოსტიკაზე” .
შეხვედრას ფსიქოლოგი მარიამ გოჩიაშვილი უძღვებოდა, რომელმაც მშობლებთან ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:
• აუტიზმის სადიაგნოსტიკო ტექნიკები;
• რა შემთხვევაში ნიშნავს სპეციალისტი ADOS -ს ( აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების სქემას);
• რა ასაკიდანაა შესაძლებელი ტესტის ჩატარება და რამდენად სანდოა ტესტი;
• რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ADOS ტესტის ჩატარებამდე;
• როდის არის რეკომენდირებული ADOS ტესტის განმეორებითი ჩატარება;
შეხვედრის თემატიკა საკმაოდ აქტუალურია და დიდი ინტერესი გამოიწვია. მშობლებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, ერთამანეთს ინფორმაცია გაუზიარეს, დასმულ კითხვებზე სპეციალისტისაგან მიიღეს კვალიფიციური პასუხები.

