„საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებში, გორსა და ხაშურში, 19 და 26 დეკემბერს „მშობელთა კლუბის“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრები თემაზე — „კვებითი სირთულეები ბავშვთა ასაკში“.
შეხვედრებს უძღვებოდა მარი წკრიალაშვილი — კლინიკური ფსიქოლოგი და ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორი.
შეხვედრის განმავლობაში განხილული იყო ბავშვთა კვებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:
▪︎ რატომ ამბობს ბავშვი უარს საკვებზე;
▪︎ როდის არის ეს ასაკობრივი განვითარების ნაწილი და როდის საჭიროებს დამატებით ყურადღებას;
▪︎ როგორ დავეხმაროთ ბავშვს ზეწოლის გარეშე და შევინარჩუნოთ ჯანსაღი ემოციური გარემო;
შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა — მშობლებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებებზე,
ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული რჩევები და მიიღეს კვალიფიციური, პროფესიონალური პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
„საზოგადოება ბილიკი“ აგრძელებს მშობლების მხარდაჭერასა და მათ გაძლიერებაზე ორიენტირებულ საქმიანობას.


