“საზოგადოება ბილიკი” 28 წლისაა

წელსაც, ჩვენს დაბადების დღეს განსაკუთრებული სიხარულით შევხვდით და ჩვენი პატარა მეგობრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმეთ.

დღე 1️⃣:

ბილიკისა“ და „სხივის“ დღის ცენტრებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ბავშვთა უფლებები და მოვალეობები“.

დღე 2️⃣:

ფსიქოლოგმა მარიამ ცხოვრებაძემ გამართა შეხვედრა – „გაჯეტებზე დამოკიდებულება ბავშვებში“- დღის ცენტრ „სხივის“ მშობლებთან.

„ბილიკის“ ბავშვებისთვის ჩატარდა შემეცნებითი აქტივობა „ემოციების რეგულაცია“.

დღე 3️⃣:

✅„ბილიკის“ მშობლებისთვის ხელგარჯილობის პედაგოგმა, ლელა ჭრელაშვილმა, თოჯინების დამზადების მასტერკლასი ჩაატარა.

✅ფსიქოლოგმა თამარ ცოტნიაშვილმა მშობლებს „ემოციების რეგულაციის“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

✅„სხივის“ ბავშვებმა კი სახის მოხატვით გაილამაზეს დღე.

დღე 4️⃣:

✅„ბილიკისა“ და „სხივის“ ბავშვებისთვის ერთობლივი აქტივობა „განძის ძიება“ დაიგეგმა.

✅დღის ბოლოს კი ბავშვებმა ფერადი ბუშტები გაუშვეს და თან თავისი სურვილებიც გააყოლეს!

„საზოგადოება ბილიკი“ ყველა ბავშვს ფერად, ლამაზ და სიხარულით სავსე მომავალს უსურვებს!

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

“საზოგადოება ბილიკის“ მშობელთა კლუბი – მნიშვნელოვანი შეხვედრები გორსა და ხაშურში

„საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებში, გორსა და ხაშურში, 19 და 26 დეკემბერს „მშობელთა კლუბის“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრები თემაზე

მეტის ნახვა »
605314376_1472098191014327_4592671597330479107_n
უახლესი ამბები
საზოგადოება ბილიკი

მოხალისე ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი

ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრის აღსაზრდელებს უსასყიდლოდ ასწავლის ცეკვას. მარიამ ადუაშვილი არის ქორეოგრაფიული ანსამბლ „ცეროდენას“ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და

მეტის ნახვა »
593862632_1453863769504436_4540346414586507306_n
უახლესი ამბები
საზოგადოება ბილიკი

მშობელთა კლუბის მორიგი შეხვედრა თემაზე ,, ადრეული წიგნიერება და მეტყველების განვითარება”

ნოემბრის თვეში “საზოგადოება ბილიკის” ბავშვთა და მოზარდთა განვითარების გორის და ხაშურის ცენტრების „მშობელთა კლუბებში“ ფსიქოლოგმა მარიამ გოჩიაშვილმა და მეტყველების თერაპევტებმა

მეტის ნახვა »
Skip to content