საქართველოს ხილვადობის გაზრდა !

23-24 აპრილს იტალიელმა მოხალისეებმა გრეტამ და მანუელმა წარმატებით ჩაატარეს ორდღიანი სამუშაო სემინარი ჩვენს ახალგაზრდებთან!

სემინარი დაკავშირებული იყო მედია წიგნიერებასთან და მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის ისეთი უნარების განვითარებას, რაც მათ საშუალებას მისცემდა მოიძიონ და გამოაქვეყნონ ინფორმაცია საქართველოზე – როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად!

აქტივობების მოკლე მიმოხილვა:

1.კვლევის უნარები – მონაწილეებმა ისწავლეს, როგორ მოიძიონ სანდო ინფორმაცია ონლაინ და როგორ მოარგონ თავიანთი აღმოჩენები მას.

2.ვიკიპედიის რედაქტირება – მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოზე ვიკიპედიაში არსებული ინფორმაციული დეფიციტის შესახებ, იტალიელმა მოხალისეებმა კი მონაწილეებს სტატიების შექმნისა და რედაქტირების პრაქტიკული უნარები გაუზიარეს.

3.MediaWiki-ს შესავალი – მონაწილეები გაეცნენ იმ ენას, რომელზეც შექმნილია ვიკიპედია, და ვისაუბრეთ მისი ფართო გამოყენების შესაძლებლობებზე

4. პრაქტიკული სამუშაო – სემინარის ბოლოს მონაწილეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს – თავად შექმნეს სტატია/შინაარსი და საკუთარი წვლილი შეიტანეს საქართველოს ონლაინ ხილვადობის გაზრდაში!

სემინარის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა:

✅ ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;

✅ ვიკიპედიაზე მუშაობა;

✅ MediaWiki-ს გამოყენება;

✅ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

Boys & Girls Clubs of Sarasota and DeSoto Counties-ს ვიზიტი „საზოგადოება ბილიკში“.

2025 წლის 15-18 ივნისს, „საზოგადოება ბილიკს“ ესტუმრნენ სარასოტას და დესოტოს გოგონათა და ბიჭების კლუბის (Boys & Girls Clubs of Sarasota

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

“საზოგადოება ბილიკი” 28 წლისაა

წელსაც, ჩვენს დაბადების დღეს განსაკუთრებული სიხარულით შევხვდით და ჩვენი პატარა მეგობრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმეთ. დღე : ბილიკისა“ და „სხივის“ დღის

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

EASPD-ის გენერალური მდივნის მოადგილის ტიმოთი გილეინის ვიზიტი

2025 წლის 20-22 მაისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების მომწოდებელთა ევროპული ასოციაციის (EASPD) გენერალური მდივნის მოადგილე,

მეტის ნახვა »
Skip to content