Skip to content

ფლეშმობი ზუგდიდში

2024 წლის 15 მაისს, ზუგდიდის სავაჭრო ცენტრში „ზუგდიდი მოლი“, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში, ფლეშმობი გაიმართა.

კამპანიის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

წარმოდგენას წინ უძღვოდა მხიარული აქტივობები – დროშების, ბუშტების დარიგება, მოზარდებისთვის სახის მოხატვა და სხვა, რამაც ხელი შეუწყო „მოლში“ მოსული ადამიანების მოზიდვა ფლეშმობზე დასასწრებად და ამდენად შშმ პირების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ მათი ინფორმირება.

ფლეშმობი ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა წარმოადგინეს. წარმოდგენა თავისი შინაარსით შშმ პირების უფლებების დაცვას, საზოგადოებაში მათი ინტეგრირების აუცილებლობას უსვამდა ხაზს.

ფლეშმობი, ორგანიზებული იყო საზოგადოება ბილიკისა და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის ერთობლივი პროექტის „დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე 2“ ფარგლებში, რომელიც Slovak Aid,-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

ვიქტორინა პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით “საზოგადოება

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

ტრენინგი

2025 წლის 27 და 29 იანვარს “საზოგადოება ბილიკის” ინიციატივით, პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

ტრენინგი

2025 წლის 22 იანვარს “საზოგადოება ბილიკის” ინიციატივით, პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ გაიმართა

მეტის ნახვა »