2025 წლის 15 მაისს, „საზოგადოება ბილიკის“ პროექტის „მეტი გავიგოთ დიაბეტზე“ ფარგლებში, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა გორის „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ მშობლებთან.
შეხვედრა მოიცავდა ორ ნაწილს: პირველ ნაწილში ექიმმა-ენდოკრინოლოგმა ნანა კობერიძემ მონაწილეებს მიაწოდა შაქრიანი დიაბეტის შესახებ სამედიცინო ინფორმაცია, ხოლო მეორე ნაწილში ფსიქოლოგებმა მარიკა გოჩიაშვილმა და მარი წკრიალაშვილმა ისაუბრეს სტრესისა და მედეგობის საკითხებზე.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობდა, სადაც მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ მეტი ინფორმაცია მათი შვილების ჯანმრთელობის შესახებ.
პროექტი „მეტი გავიგოთ დიაბეტზე“ ხორციელდება „საზოგადოება ბილიკის“ მიერ, „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი“-ს მხარდაჭერით, მსოფლიო დიაბეტის ფონდის დაფინანსებით მიმდინარე WDF22-1882 პროექტის, მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში.