2023 წლის 26 ივლისს, ქ. ზუგდიდში, სასტუმრო Grand Hotel-ში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

26 July

2023 წლის 26 ივლისს, ქ. ზუგდიდში, სასტუმრო Grand Hotel-ში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა საბჭოს წევრებს პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფებში მუშაობისას განიხილეს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების და საბჭოს ეფექტური მუშაობის საკითხები, შემდეგ დაგეგმეს სამომავლო ღონისძიებები და მოამზადეს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა შშმ პირთა დასაქმებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწოფო პროგრამებზე ისაუბრეს.

მუნიციპალიტეტთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრთა სამუშაო შეხვედრა განხორციელდა პროექტის „დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ,,საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი, სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითრების სააგენტოს (Slovak Aid) ფინანსური მხარდაჭერით.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

„საზოგადოება ბილიკი“ მონაწილეობას მიიღებს EASPD-ის საერთაშორისო კონფერენციაში “Opening Doors”, ათენში.

2024 წლის 17-18 ოქტომბერს, ათენში, EASPD-ისა და THE NET-ის ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „Opening Doors”: როგორ შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

ტრენინგი – ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების ინსტრუმენტები”

„საზოგადოება ბილიკი“ ახორციელებს პროექტს “ინკლუზიური განათლება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგები თემაზე: ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

ორგანიზაციული განვითარება

2024 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში „საზოგადოება ბილიკმა“ ევროპის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა „ორგანიზაციული განვითარების ინიციატივა“. ინიციატივა მიზნად ისახავდა „საზოგადოება ბილიკის“ – ს

მეტის ნახვა »
Skip to content