18 ივლისს. კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, “საზოგადოება ბილიკი” თანამშრომლებისთვის ინფორმაციული და პრაქტიკული ტრენინგი თემაზე — „ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება“ ჩაატარა.
სამუშაო შეხვედრა დატვირთული იყო თანამედროვე, ციფრულ სფეროში არსებული ყველაზე აქტუალური და პრაქტიკული თემებით:
ონლაინუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა — პაროლების ეფექტიანი მართვა, ფიშინგის (ონლაინ თაღლითობის) ამოცნობის მეთოდები და პერსონალური კონფიდენციალურობის დაცვა.
ხელოვნური ინტელექტი (AI) — AI-ის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება სასწავლო და სამუშაო პროცესში, ასევე თანამდები რისკებისა და ეთიკური ასპექტების მართვა.
კრიტიკული აზროვნება — ყალბი ახალი ამბების (Fake News) ამოცნობა და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების უნარ-ჩვევები.
ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სპეციალური რესურსები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობასა და შემდგომ თვითგანვითარებაში დაეხმარებათ.