2025 წლის 20-22 მაისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების მომწოდებელთა ევროპული ასოციაციის (EASPD) გენერალური მდივნის მოადგილე, ტიმოთი გილეინი.
ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ შშმ პირების უფლებებისა და საჭიროებების უზრუნველყოფაზე.
21 მაისს ევროპის ფონდის, ასოციაცია ანიკასა და „საზოგადოება ბილიკის“ ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, სადაც ტიმოთი გილეინმა დეტალურად წარმოადგინა EASPD-ის საქმიანობა, შემდეგ კი ონლაინ ფორმატში უცხოელმა ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება შემდეგ საკითხებზე:
1.დასაქმების ეროვნული პოლიტიკა და დასაქმების ალტერნატიული მოდელები;
2.ბავშვთა დაცვის გარანტია და ბავშვთა ადრეული ინტერვენცია;
3.შშმ პირებისთვის სერვისების მიწოდების მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წარმატებული პრაქტიკა და ანგარიში.