მისია და ხედვა
მისია და ხედვა

„საზოგადოება ბილიკის“ - მისია:

გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვით „საზოგადოება ბილიკი“ ემსახურება თემის კეთილდღეობის ამაღლებას, თემში მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებითა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად მათი ჩამოყალიბების ხელშეწყობით.

„საზოგადოება ბილიკის“ - ხედვა:

ჩვენი ხედვაა ძლიერი, დამოუკიდებელი ადგილობრივი თემი, რომლის წევრებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ დროულად შეძლონ თემში არსებული გამოწვევების, საჭიროებების დადგენა და მათი ერთობლივი ძალისხმევით მოგვარება.

Skip to content