პროგრამები
პროგრამები
„საზოგადოება ბილიკის“ პროგრამები

ორგანიზაცია მუშაობს შემდეგი მიმართულებით :

ბავშვზე ზრუნვის პროგრამა

ბავშვზე ზრუნვის პროგრამა ჩვენ ვქმნით ოჯახურ გარემოს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომლებზეაც ზრუნვა სხვა არსებული ალტერნატიული ფორმებით (ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება/ცხოვრება, მინდობით აღზრდა, შვილად აყვანა) მოცემული მომენტისათვის ვერ ხერხდება; აგრეთვე ვქმნით განვითარების ალტერნატიულ მომსახურებას იმ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომელთა ოჯახებიც დღის მანძილზე ვერ ახერხებენ ბავშვზე ჯეროვან მზრუნველობასა და ზედამხედველობას.

პროგრამის მიზნები
  • პროგრამის მდგრადობის და მედეგობის გაძლიერება;
  • ბენეფიციართა საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების/ ახალი ტიპის მომსახურების შეთავაზებით.
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი გორსა და ხაშურში
მომსახურება/მიმართულება 0-7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების ადრეული ინტერვენცია. 0-18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაცია-აბილიტაცია.
დღის ცენტრები
მიზანი: 6-18 წლამდე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური, სოციალური და საბაზო მხარდაჭერა; ორი დღის ცენტრი ემსახურება 60 ბავშვს.
მცირე საოჯახო სახლები
მიზანი: მცირე საოჯახო სახლები განკუთვნილია სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი 6-18 წლამდე ბავშვებისთვის, მომსახურების მიზანია ბავშვზე ზრუნვა და ალტერნატიული ფორმების განვითარება. მომსახურება არის 24 საათიანი; 30 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას სამ მცირე საოჯახო სახლში (გორი, ხაშური).
დედათა და ბავშვთა თავშესაფარი
მიზანი: მიტოვების, რისკის, ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი 12 წლამდე ბავშვები იღებენ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ მომსახურებას და მხარდაჭერას, რომ განივითარონ უნარები. მომსახურება არის 24 საათიანი; 10 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას დედათა და ბავშვთა თავშესაფარში.
6-18 წლამდე ბავშვთა/მოზარდთა და მშობელთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
მომსახურების მიზანიაა – ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა, რის შედეგადაც მოხდება ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოციუმში ადაპტაცია, პიროვნული ზრდის ხელშეწყობა, ემოციური რეგულაცია და ზრუნვა.
თემის განვითარების პროგრამა

ჩვენ ვზრდით ადგილობრივი თემის შესაძლებლობებს თემის წევრების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით; მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებს, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი ეკოსისტემის განვითარებაში, მიიღონ ცოდნა და განივითარონ უნარები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად; ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოებას რომ იყოს დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული.

პროგრამის მიზნები
  • მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის შშმ პირების) დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის გაუმჯობესება;
  • თემის საჭიროებებზე მორგებული მომსახურების შეთავაზება
ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა 13-16 წლის მოზარდებისთვის ორწლიანი სასწავლო კურსი. მონაწილეთა რაოდენობა 26.
საკლუბო მუშაობა: ახალგაზრდული, კრეატიული, ლეგო კლუბი
ხელგარჯილობის სტუდია
ტრენინგ ცენტრი: მოზარდები, ზრდასრულები
მხარდაჭერის საჭიროების მქონე ახალგაზრდებისთვის, ცხოვრებისეული და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარება
შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის ჰაბი
სამოქალაქო განათლების პროგრამა

სამოქალაქო განათლების კლუბების ფუნქციონირების და მათში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის მეშვეობით, აგრეთვე სამოქალაქო პროგრამების შემუშავებისა, და მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მათი მიწოდების გზით ვზრდით სამოქალაქო ცნობიერებას მოზარდებსა და ახალგაზრდებში და ვეხმარებით მათ ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად.

პროგრამის მიზნები
  • სამოქალაქო განათლების პროგრამის გავლენის / შედეგების გაძლიერება;
  • სამოქალაქო განათლების საგნის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
მოხალისეობის პროგრამა

ჩვენ მხარს ვუჭერთ მოხალისეობის კულტურის განვითარებას ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებში; სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის პროგრამების შეთავაზებით, ვზრუნავთ ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და სამუშაოდ აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე

პროგრამის მიზნები :
  • მოხალისეობის პროგრამის შესაძლებლობების გაძლიერება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობის მეშვეობით;
  • მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია და თემის განვითარებაში მოხალისეთა აქტიური ჩართვა.
მოხალისეობა
18 + ადგილობრივი თემის წარმომადგენლები საერთაშორისო – Peace Corps, Solidarity Corp
სტაჟირება (ანაზღაურებადი/არაანაზღაურებადი)
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
სასწავლო პრაქტიკა
სასწავლო პრაქტიკის მიზანია პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებმა სასწავლო პრაქტიკა გაიარონ „საზოგადოება ბილიკის” ბაზაზე;
„საზოგადოება ბილიკის” პარტნიორები სასწავლო პრაქტიკის განხორციელებისას არიან:
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • ილიას უნივერსიტეტი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ჩეხეთის კარიტასის კოლეჯი
  • ჰოლანდიის HAN University of Applied Sciences
Skip to content