მისიის განაცხადი
გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვით „საზოგადოება ბილიკი“ ემსახურება თემის კეთილდღეობის ამაღლებას, თემში მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებითა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად მათი ჩამოყალიბების ხელშეწყობით
ხედვის განაცხადი
ჩვენი ხედვაა ძლიერი, დამოუკიდებელი ადგილობრივი თემი, რომლის წევრებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ დროულად შეძლონ თემში არსებული გამოწვევების, საჭიროებების დადგენა და მათი ერთობლივი ძალისხმევით მოგვარება
ჩვენ ვქმნით ოჯახურ გარემოს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომლებზეც ზრუნვა სხვა არსებული ალტერნატიული ფორმებით (ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება/ცხოვრება, მინდობით აღზრდა, შვილად აყვანა) მოცემული მომენტისათვის ვერ ხერხდება; აგრეთვე ვქმნით განვითარების ალტერნატიულ მომსახურებას იმ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომელთა ოჯახებიც დღის მანძილზე ვერ ახერხებენ ბავშვზე ჯეროვან მზრუნველობასა და ზედამხედველობას.
სტრატეგიული მიზნები | ამოცანები |
---|---|
1. პროგრამის მდგრადობის და მედეგობის გაძლიერება |
|
2. ბენეფიციართა საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების/ ახალი ტიპის მომსახურების შეთავაზებით |
|
ჩვენ ვზრდით ადგილობრივი თემის შესაძლებლობებს თემის წევრების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით; მხარს ვუჭერთ ახალგაზრდებს, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი ეკოსისტემის განვითარებაში, მიიღონ ცოდნა და განივითარონ უნარები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად; ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოებას რომ იყოს დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული
სტრატეგიული მიზნები | ამოცანები |
---|---|
1. მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის შშმ პირების) დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის გაუმჯობესება |
|
2. თემის საჭიროებებზე მორგებული მომსახურების შეთავაზება |
|
სამოქალაქო განათლების კლუბების ფუნქციონირების და მათში ახალგაზრდების აქტიური ჩართვის მეშვეობით, აგრეთვე სამოქალაქო პროგრამების შემუშავებისა, და მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მათი მიწოდების გზით ვზრდით სამოქალაქო ცნობიერებას მოზარდებსა და ახალგაზრდებში და ვეხმარებით მათ ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად
სტრატეგიული მიზნები | ამოცანები |
---|---|
1. სამოქალაქო განათლების პროგრამის გავლენის / შედეგების გაძლიერება |
|
2. სამოქალაქო განათლების საგნის პოპულარიზაციის ხელშეწყობა |
|
ჩვენ მხარს ვუჭერთ მოხალისეობის კულტურის განვითარებას ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებში; სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის პროგრამების შეთავაზებით, ვზრუნავთ ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და სამუშაოდ აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე
სტრატეგიული მიზნები | ამოცანები |
---|---|
1. მოხალისეობის პროგრამის შესაძლებლობების გაძლიერება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობის მეშვეობით |
|
2. მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია და თემის განვითარებაში მოხალისეთა აქტიური ჩართვა |
|
სტრატეგიული გეგმის ამ ნაწილში ასახულია ორგანიზაციის უწყვეტ ფუნქციონირებასთან და მის მედეგობის გაძლიერებასთან დაკავშირებული, მხარდამჭერი სტრატეგიული მიზნები და ამოცანები
სტრატეგიული მიზნები | ამოცანები |
---|---|
1. ცნობადობის გაზრდა და პოზიტიური საზოგადოებრივი იმიჯის ფორმირება |
|
2. ორგანიზაციის სტაბილურობის და მედეგობის გაძლიერება |
|
3. თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა |
|
4. ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ცალკე ორგანიზაციად ჩამოყალიბება |
|