მოხალისე ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი

605314376_1472098191014327_4592671597330479107_n

ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრის აღსაზრდელებს უსასყიდლოდ ასწავლის ცეკვას.

მარიამ ადუაშვილი არის ქორეოგრაფიული ანსამბლ „ცეროდენას“ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი. მან ანსამბლი 9 წლის წინ დააფუძნა და ამ დროის განმავლობაში არაერთ წარმატებასა და წინსვლას მიაღწია.

მარიამის მიერ ჩატარებული ცეკვის გაკვეთილები ბავშვებისთვის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის. ეს არის თვითგამოხატვის საშუალება, ემოციების გამოხატვა და გუნდური მუშაობის გამოცდილება.

როგორც თავად აღნიშნავს, მას სურდა ეპოვა სივრცე, სადაც მისი შემოქმედება იქნებოდა სიკეთისა და სიყვარულის დასაწყისი — ადგილი, სადაც ბავშვებს განსაკუთრებული მზრუნველობა და მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ ამ სურვილმა მოიყვანა იგი „საზოგადოება ბილიკში“.

მადლობა მარიამ ადუაშვილს გულწრფელი მოხალისეობისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც იგი ბავშვებს უზიარებს. მისი მაგალითი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სიკეთე ნამდვილად გადამდებია.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

593862632_1453863769504436_4540346414586507306_n
უახლესი ამბები
საზოგადოება ბილიკი

მშობელთა კლუბის მორიგი შეხვედრა თემაზე ,, ადრეული წიგნიერება და მეტყველების განვითარება”

ნოემბრის თვეში “საზოგადოება ბილიკის” ბავშვთა და მოზარდთა განვითარების გორის და ხაშურის ცენტრების „მშობელთა კლუბებში“ ფსიქოლოგმა მარიამ გოჩიაშვილმა და მეტყველების თერაპევტებმა

მეტის ნახვა »
593594641_1453002416257238_7809732847327324509_n
უახლესი ამბები
საზოგადოება ბილიკი

შეხვედრა თემაზე ,,სტრესი და სტრესის დაძლევის გზები”

2025 წლის 28 ნოემბერს გორის . ,,ბავშვთა და მოზრდილთა ბიბლიოთეკაში”დღის ცენტრის „სხივის“ ფსიქოლოგმა მარიამ ცხოვრებაძემ ცენტრის ბენეფიციარებისათვის ჩაატარა შეხვედრა თემაზე

მეტის ნახვა »
586718443_1448350353389111_7125778708689304864_n
უახლესი ამბები
საზოგადოება ბილიკი

მადლიერების დღე

24 ნოემბერს “საზოგადოება ბილიკში” ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (Access ) მოსწავლეებმა მადლიერების დღე აღნიშნეს და ამასთან დაკავშირებით Peace

მეტის ნახვა »
Skip to content