მოხალისეობის რეგიონული ფორუმი

2024 წლის 25 აპრილს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის – „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით, გაიმართა მოხალისეობის რეგიონული ფორუმი.

ფორუმის მიზანია შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.

ფორუმის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყო შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი სათემო კავშირების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაცია. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი საქმიანობის შესახებ და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა შესთავაზეს.

ფორუმზე, ასევე, მოეწყო პარალელური სესიები – პანელური დისკუსია თემაზე:

შიდა ქართლში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოხალისეობრივი საქმიანობა პრაქტიკაში” და შეხვედრა ახალგაზრდებთან თემაზე ,,მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში”.

ღონისძიების ბოლოს საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდნენ.

ფორუმს ესწრებოდნენ ახალგაზრდები, მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

EASPD-ის კონფერენცია ათენში

2024 წლის 17-18 ოქტომბერს, ათენში, EASPD-ისა და THE NET-ის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „Opening Doors”: როგორ შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

„საზოგადოება ბილიკი“ მონაწილეობას მიიღებს EASPD-ის საერთაშორისო კონფერენციაში “Opening Doors”, ათენში.

2024 წლის 17-18 ოქტომბერს, ათენში, EASPD-ისა და THE NET-ის ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „Opening Doors”: როგორ შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის

მეტის ნახვა »
Skip to content