ნოემბრის თვეში “საზოგადოება ბილიკის” ბავშვთა და მოზარდთა განვითარების გორის და ხაშურის ცენტრების „მშობელთა კლუბებში“ ფსიქოლოგმა მარიამ გოჩიაშვილმა და მეტყველების თერაპევტებმა ირინა ქურდაძემ და თამარ კაკალაშვილმა ჩაატარეს შეხვედრა თემაზე ,, ადრეული წიგნიერება და მეტყველების განვითარება”.
„მშობელთა კლუბში“ სპეციალისტებმა მშობლებთან ისაუბრეს შემდეგ თემებზე:
• კითხვა და წიგნები როგორც მეტყველების განვითარების ინსტრუმენტი;
• წიგნიერების განვითარება ადრეულ ასაკში;
• რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისათვის წიგნის წაკითხვას;
• როგორ უნდა წაუკითხოთ ბავშვს წიგნი ეფექტურად;
• ბავშვთა წიგნების შერჩევა ასაკისა და მეტყველების განვითარების შესაბამისად;
შეხვედრის თემა საკმაოდ აქტუალური და საინტერესო აღმოჩნდა მშობლებისათვის, ერთმანეთს გაუზიარეს და ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე. დაისვა კითხვები და მიიღეს რჩევებიც.


