2025 წლის 27 და 29 იანვარს “საზოგადოება ბილიკის” ინიციატივით, პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ გაიმართა კიდევ ორი ტრენინგი გორის მე-9 და შინდისის საჯარო სკოლებში თემებზე: “5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის” და „სურსათით გამოწვეული დაავადებები“.
შეხვედრისას მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა არის სურსათი, რა გზას გადის სურსათი ფერმიდან სუფრამდე და რა არის WHO 5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის და რა შეიძლება იყოს სურსათით გამოწვეული დაავადებები.
ტრენინგები აქტიურად წარიმართა, მონაწილეთა სრული ჩართულობით.
ტრენერი: ნინო გარსევანიშვილი.
მონაწილეთა რაოდენობა: 40.
ამ აქტივობას ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი “საზოგადოება ბილიკთან” თანამშრომლობით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV” ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).