2026 წლის 2 მარტს „საზოგადოება ბილიკსა“ და სოციალურ საწარმო „ჯადოსნურ ოთახს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჩვენი პარტნიორობის მთავარი მიზანი ინკლუზიური განათლების გაძლიერება და სსსმ/შშმ ბავშვების მხარდაჭერაა.

თანამშრომლობა მოიცავს:

• ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს ინკლუზიური განათლების მიმართულებით;

• მშობელთა მხარდაჭერასა და გაძლიერებას;

• პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას;

• ბავშვებზე ორიენტირებულ ახალ ინიციატივებს.

გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით თანასწორ და მხარდაჭერაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოს.

Skip to content