გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და “საზოგადოება ბილიკს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2024 წლის 5 მარტს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და “საზოგადოება ბილიკს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა პროექტის/ პროგრამის განხორციელება

მემორანდუმს ხელი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი შათირიშვილმა და ,,საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარინე მღებრიშვილმა მოაწერეს.

ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება არის ,,ინკლუზიური განათლება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში”, რომლის მიზანია განვითარების ეტაპების დაყოვნების ან/და შშმ სტატუსის რისკის მქონე ბავშვების მომსახურებას სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისად

,,საზოგადოება ბილიკი“ პროექტს „ინკლუზიური განათლება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებეში“ ახორციელებს ორგანიზაციების ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ და ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ მხარდაჭერით.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

793518553_1694663015424509_2681724475739606629_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

მონაწილეობა Erasmus+ გაცვლით პროგრამაში

17-28 აგვისტოს „საზოგადოება ბილიკისა“ და „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ ერთობლივი ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სლოვენიაში გამართულ Erasmus+ გაცვლით

მეტის ნახვა »
700078453_1956268965053957_7691613683241923320_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის ორწლიანი სასტიპენდიო პროგრამა (Access) წარმატებით დასრულდა

2011 წლიდან ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი“ აქტიურად არის ჩართული ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამაში (Access) და ამ წლების განმავლობაში ასობით წარმატებული

მეტის ნახვა »
722935481_1617738729783605_7958940017238067989_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული

კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული წარმატებით დასრულდა! 2026 წლის პირველი ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრებში გაიმართა კულტურული

მეტის ნახვა »
Skip to content