2026 წლის 27–30 ოქტომბერს „საზოგადოება ბილიკის“ წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო Civil Society Academy International-ის მიერ ორგანიზებულ ოთხდღიან საერთაშორისო ონლაინტრენინგში — „ფონდების მოძიების სტრატეგიები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის“.
ტრენინგმა გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები და შექმნა გამოცდილების გაზიარების, ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიული კავშირების განვითარების შესაძლებლობა.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ფონდების მოძიების თანამედროვე მიდგომები, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია, დონორების იდენტიფიცირება და შეფასება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ორგანიზაციული მდგრადობა და რესურსების მობილიზაციის სტრატეგიული დაგეგმვა.
განსაკუთრებით ღირებული იყო პრაქტიკული დავალებები, რომელთა ფარგლებში ვიმუშავეთ ორგანიზაციის ღირებულებებისა და მისიის წარმოჩენაზე (WHY–HOW–WHAT), პოტენციური დონორების ანალიზზე და რესურსების მობილიზაციის გეგმის შემუშავებაზე სპეციალური ინსტრუმენტის — Resource Mobilisation Canvas-ის გამოყენებით.
მიღებული ცოდნა “საზოგადოება ბილიკს“ დაეხმარება დაფინანსების ახალი შესაძლებლობების გამოვლენაში, პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და ორგანიზაციის გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაში.
ტრენინგის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ დაგეგმილია მონაწილეთა შემდგომი შეხვედრა, სადაც ორგანიზაციები ერთმანეთს გაუზიარებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილებას, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს.
მადლობას ვუხდით Civil Society Academy International-ს საინტერესო, პრაქტიკულ საჭიროებებზე ორიენტირებული ტრენინგისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობისთვის.
გვჯერა, რომ ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება ხელს უწყობს ჩვენი მთავარი მისიის განხორციელებას — ადამიანების შესაძლებლობების გაძლიერებას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და ძლიერი ადგილობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებას.


