2026 წლის 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, „საზოგადოება ბილიკის“ და ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების ერთობლივი ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სლოვენიაში გამართულ საერთაშორისო Erasmus+ სასწავლო კურსში — „EXPRESS & IMPRESS 2.0“.
პროექტში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები და ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე ადამიანები სლოვენიიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, ჩეხეთიდან და რუმინეთიდან.
პროექტის მთავარი მიმართულებები იყო ახალგაზრდული საქმიანობა, ჯგუფის მართვისა და ფასილიტაციის მეთოდები, საჯარო გამოსვლა და შემოქმედებითი მედიის გამოყენება.
სასწავლო გამოცდილებასთან ერთად, პროექტმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ პარტნიორი ქვეყნების კულტურას, ტრადიციებსა და გამოცდილებას, გაეზიარებინათ საკუთარი ქვეყნის კულტურული თავისებურებები და შეექმნათ ახალი საერთაშორისო კავშირები.
„საზოგადოება ბილიკი“ აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების განვითარებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ორგანიზებულია Društvo Connect-ის მიერ.


