11 სექტემბერს დღის ცენტრი „სხივის“ აღსაზრდელებისთვის საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო ციხე-ქალაქ უფლისციხეში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „საზოგადოება ბილიკის“ ევროპელი მოხალისეები. ბავშვებმა, მოხალისეებთან და ცენტრის პედაგოგებთან ერთად, დაათვალიერეს უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი, გაეცნენ მის ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობასა და მნიშვნელოვან ძეგლებს.
ექსკურსიის ფარგლებში უფლისციხის ტაძარსაც ესტუმრნენ. ბოლოს კი ბუნებაში მხიარული პიკნიკი მოაწყვეს გასართობი აქტივობებით და დღე სასიამოვნო ემოციებით დაასრულეს.
ასეთი დღეები ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ სწავლის, ახალი გამოცდილებისა და მეგობრობის შესაძლებლობაა.


