ახალგაზრდული დებატების კვირა

დებაყტები 8

არგუმენტები, განსხვავებული შეხედულებები და მნიშვნელოვანი დისკუსიები – გორში ახალგაზრდული დებატების კვირა გაიმართა.

60 განმცხადებლიდან შერჩეულმა 30-მა ახალგაზრდამ ადამიანის უფლებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე იმსჯელა. მათ თავად შეარჩიეს დებატების რეზოლუცია – „არასრულწლოვანთა უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს“ – და საკუთარი არგუმენტებითა და განსხვავებული მოსაზრებებით საინტერესო დისკუსია გამართეს.

გამოვლინდნენ საუკეთესო მომხსენებლები:

🥇 ლუკა ხარიბეგაშვილი

🥈 სალომე კობაიძე

🥉 იზა ტერტერაშვილი

🏅 ბარბარე ბურდული

🏅 მართა თედეევი

დებატების ეროვნული ტურნირის საგზური კი მართა თედეევის, ნინი კელენჯერიძისა და ნინო ბასილაშვილის გუნდმა მოიპოვა.

ღონისძიება გაეროს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), ასოციაცია „ბილიკის“, განათლებისა და მართვის გუნდის (TEaM), საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციისა და საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის (EDAG) აქტიური თანამშრომლობით გაიმართა.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

კონდერენცია
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

კონფერენცია: „ერთი წლის გამოცდილება — მიღწევები, გამოწვევები და განვითარების ხედვა“

23–24 ოქტომბერს “საზოგადოება ბილიკმა“ შიდა პროფესიული კონფერენცია: „ერთი წლის გამოცდილება — მიღწევები, გამოწვევები და განვითარების ხედვა“ გამართა, რომელშიც გორისა და

მეტის ნახვა »
ჩეხეთი
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ახალგაზრდების მონაწილეობა საერთაშორისო Erasmus+ სასწავლო კურსში — „EXPRESS & IMPRESS 2.0″

2026 წლის 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, „საზოგადოება ბილიკის“ და ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების ერთობლივი ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მონაწილეობა

მეტის ნახვა »
უფლისციხე
უახლესი ამბები
საზოგადოება ბილიკი

ვიზიტი უფლისციხეში

11 სექტემბერს დღის ცენტრი „სხივის“ აღსაზრდელებისთვის საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო ციხე-ქალაქ უფლისციხეში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „საზოგადოება ბილიკის“ ევროპელი მოხალისეები. ბავშვებმა,

მეტის ნახვა »
Skip to content