ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით “საზოგადოება ბილიკში” ვიქტორინა გაიმართა. ვიქტორინა ორი ტურისგან შედგებოდა, ჯამში კი 26 დახურულ და ღია კითხვას მოიცავდა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ. ვიქტორინაში 5 პარტნიორი სკოლის 20 მოსწავლე მონაწილეობდა. თითოეულმა გუნდმა საკმაოდ მაღალი ქულა დააგროვა, გამარჯვებული კი შინდისის საჯარო სკოლა გახდა.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და პროექტის ფარგლებში შექმნილი წამახალისებელი საჩუქრები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს 500 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი.
ამ აქტივობას ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი “საზოგადოება ბილიკთან” თანამშრომლობით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV” ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).