კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული წარმატებით დასრულდა!
2026 წლის პირველი ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრებში გაიმართა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული.
კვირეულის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის ჩატარდა მრავალფეროვანი შემეცნებითი, შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები.
ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში, სპორტულ აქტივობებში, ექსკურსიაში, გუნდურ თამაშებსა და არტთერაპიულ შეხვედრებში.
კვირეული სავსე იყო ახალი ცოდნით, შემოქმედებითობითა და დადებითი ემოციებით.
მადლობა ყველა მონაწილეს, მათ მშობლებს და მხარდამჭერს!


