კონკურსი გორის მცირე საოჯახო სახლში აღმზრდელის პოზიციაზე

საზოგადოება ბილიკი“, პროექტის “ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა” ფარგლებში, გორში აცხადებს კონკურსს მცირე საოჯახო სახლში აღმზრდელის პოზიციაზე.

მცირე საოჯახო სახლი წარმოადგენს ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებას, რომლის მიზანია ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვები უზრუნველყოს მუდმივი ზრუნვით. ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ სახლში, სადაც მათზე ზრუნვას ახორციელებს 4 აღმზრდელი და 1 ლიდერი.

მცირე საოჯახო სახლში ცხოვრობს 6-დან 18 წლამდე ასაკის 10 ბავშვი.
სახლი ზრუნავს ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდასა და განვითარებაზე. ასევე იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას საზოგადოებაში. აღმზრდელები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ (მცოცავი გრაფიკით).

ზრუნვის პროცესში აღმზრდელების ძირითად მოვალეობას წარმოადგენს:

** ბავშვისთვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნა
** ბავშვის ღირსების, საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისებურებების დაცვა
** ბავშვის ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა
** ბავშვზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად;

კანდიდატები ვაკანსიაზე უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:

** ბავშვებთან და მოზარდთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** ორგანიზებულობის, ხელმძღვანელობის, დროის მართვის, პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები
** კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაწყვეტის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: societybiliki@gmail.com და “subject”-ში კი მიუთითეთ “ვაკანსია აღმზრდელის პოზიციაზე გორში.”

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 მაისი, 2024 წელი.”საზოგადოება ბილიკი“, პროექტის “ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა” ფარგლებში, გორში აცხადებს კონკურსს მცირე საოჯახო სახლში აღმზრდელის პოზიციაზე.
გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

„საზოგადოება ბილიკი“ მონაწილეობას მიიღებს EASPD-ის საერთაშორისო კონფერენციაში “Opening Doors”, ათენში.

2024 წლის 17-18 ოქტომბერს, ათენში, EASPD-ისა და THE NET-ის ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „Opening Doors”: როგორ შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

ტრენინგი – ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების ინსტრუმენტები”

„საზოგადოება ბილიკი“ ახორციელებს პროექტს “ინკლუზიური განათლება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგები თემაზე: ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

ორგანიზაციული განვითარება

2024 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში „საზოგადოება ბილიკმა“ ევროპის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა „ორგანიზაციული განვითარების ინიციატივა“. ინიციატივა მიზნად ისახავდა „საზოგადოება ბილიკის“ – ს

მეტის ნახვა »
Skip to content