2023 წლის 21-26 ოქტომბერს, ქ. ბორჯომში, სასტუმროში „ბორჯომი ლიკანი“ მიმდინარეობს შეხვედრა რეგიონული მედიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანია მედიის დახმარებით საზოგადოების ინფორმირება. შშმ პირთა მოტივაციის მათი საზოგადოებაში ინტეგრირების, ნიჭისა და უნარების განვითარების, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის, დასაქმების ხელშეწყობის შესახებ.
შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ტარდება პროექტის „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ,,საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი Slovak Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ბორჯომის და ახალციხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ასევე მონაწილეობდნენ პროექტის პირველ ეტაპზე.
შეხვედრის სამუშაო ნაწილი დაეთმობა შშმ პირთა დასაქმების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობის განხილვას, ამ სფეროში არსებულ საკანონმდებლო საკითხებს და მხარდაჭერით დასაქმების გამოწვევებს. შეხვედრას უძღვება იურისტი ანა თავხელიძე.
შეხვედრის მონაწილეები შეხვდებიან ჟურნალისტს და გადაცემა „რეალური სივრცე“ წამყვანს ნინო ზაუტაშვილს. რომელიც ისაუბრებს სოციალური საკითხების შუქების გაძლიერების მნიშვნელობაზე და მონაწილეებთან ერთად განიხილავს მედია პროექტებს.
წყარო: https://borjomi.tv