ჯანსაღი კვება

იცით, რომელი სურსათია უვნებელი და რომელი არა?

ალბათ ის, რომელიც არ მოგწამლავთ? ხომ ასეა?

კი და არა.

ის, რომ სურსათი მაშინვე არ მოგწამლავთ, არ ნიშნავს, რომ ის უვნებელია.

ექიმები გვირჩევენ რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი, მარილი და შაქარი მოვიხმაროთ. მართალია ისინი ბუნებრივი ინგრედიენტებია, მაგრამ მათი გადაჭარბებული მოხმარება ხელს უწყობს სიმსუქნეს და სხვადასხვა მძიმე დაავადების განვითარებას, როგორებიცაა დიაბეტი, სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა.

თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ თქვენი ჯანმრთელობის წინაშე არსებული საფრთხეები, თუკი მეტ ყურადღებას მიაქცევთ თქვენს ჩვევებს სურსათის მოხმარების, საკვების მომზადებისა და სავაჭრო ობიექტებში სურსათის შერჩევასთან დაკავშირებით, მათ შორის, სურსათის ეტიკეტზე მის შემადგენლობას წაიკითხავთ.

სურსათი პირდაპირ ზემოქმედებს თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე. ჯანსაღი კვებისათვის მიძღვნილი თითოეული წუთი, თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობაში შეტანილი წვლილია.

იკვებეთ ჯანსაღად – იცხოვრეთ ჯანმრთელად!

გაინტერსებთ მეტი?

ეწვიეთ www.nfa.gov.ge-ს და www.momxmarebeli.ge-ს

#იცოდერასჭამ

პოსტი მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

“საზოგადოება ბილიკის“ მშობელთა კლუბი – მნიშვნელოვანი შეხვედრები გორსა და ხაშურში

„საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებში, გორსა და ხაშურში, 19 და 26 დეკემბერს „მშობელთა კლუბის“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრები თემაზე

მეტის ნახვა »
605314376_1472098191014327_4592671597330479107_n
უახლესი ამბები
საზოგადოება ბილიკი

მოხალისე ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი

ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრის აღსაზრდელებს უსასყიდლოდ ასწავლის ცეკვას. მარიამ ადუაშვილი არის ქორეოგრაფიული ანსამბლ „ცეროდენას“ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და

მეტის ნახვა »
593862632_1453863769504436_4540346414586507306_n
უახლესი ამბები
საზოგადოება ბილიკი

მშობელთა კლუბის მორიგი შეხვედრა თემაზე ,, ადრეული წიგნიერება და მეტყველების განვითარება”

ნოემბრის თვეში “საზოგადოება ბილიკის” ბავშვთა და მოზარდთა განვითარების გორის და ხაშურის ცენტრების „მშობელთა კლუბებში“ ფსიქოლოგმა მარიამ გოჩიაშვილმა და მეტყველების თერაპევტებმა

მეტის ნახვა »
Skip to content