ევროპის დღე

697210380_1589794192578059_5664112723762726245_n

9 მაისს „საზოგადოება ბილიკის“ ახალგაზრდები თბილისში, ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

დაათვალიერეს ინტერაქტიული და მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურას, ინოვაციებსა და გამოგონებებს ეძღვნებოდა. გაეცნენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30-წლიან ისტორიას, განხორციელებულ პროექტებსა და მნიშვნელოვან ინიციატივებს.

ახალგაზრდები შეუერთდნენ „მწვანე კუთხეს“ და შეისწავლეს პრაქტიკული გზები, როგორ გამოყენონ, აღადგინონ და განაახლონ ყოველდღიური ნივთები. შეხვდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ხელოვნებს, მეწარმეებს, დაათვალიერეს მათი ნამუშევრების გამოფენები.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ სახალისო თამაშებში, შემოქმედებით ვორქშოპებში, ინტერაქტიულ ინსტალაციებსა და მრავალფეროვან აქტივობებში.

დღე უამრავი სამახსოვრო ფოტოთი, ახალი გამოცდილებითა და დადებითი ემოციებით დასრულდა.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

700078453_1956268965053957_7691613683241923320_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის ორწლიანი სასტიპენდიო პროგრამა (Access) წარმატებით დასრულდა

2011 წლიდან ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი“ აქტიურად არის ჩართული ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამაში (Access) და ამ წლების განმავლობაში ასობით წარმატებული

მეტის ნახვა »
722935481_1617738729783605_7958940017238067989_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული

კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული წარმატებით დასრულდა! 2026 წლის პირველი ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრებში გაიმართა კულტურული

მეტის ნახვა »
707561414_1600523498171795_8401072571200920015_n
მედია გაშუქება
საზოგადოება ბილიკი

ტრენინგები 65+ ასაკობრივ პირთათვის

„საზოგადოება ბილიკში“ საინტერესო შეხვედრები ჩატარდა ,,სურსათის უვნებლობა 65+ ასაკობრივ პირთათვის” მოცემული აქტივობა ევროკავშირის ფართომაშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოში სურსათის უვნებლობის

მეტის ნახვა »
Skip to content