2024 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში „საზოგადოება ბილიკმა“ ევროპის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა „ორგანიზაციული განვითარების ინიციატივა“.
ინიციატივა მიზნად ისახავდა „საზოგადოება ბილიკის“ – ს გამგეობის, ფონდების მოზიდვის, ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვის სისტემის, კომუნიკაციისა და პროგრამის მართვის შესაძლებლობების გაზრდას.
ინიციატივის ფარგლებში გამგეობის წევრებისა და ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერებისთის, მათი კომპეტენციის გაზრდის მიზნით, ჩატარდა ტრენინგი ორგანიზაციის ბიუჯეტის ფორმირებისა და ხარჯვითი ნაწილის სპეციპიკის შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი ფინანსურ საკითხებში, დავით ტივიშვილი.
ასევე ინიციატივის ფარგლებში მოხდა „საზოგადოება ბილიკის“ თანამშრომლების კომპეტენციის გაზრდა გენდერულ საკითხებთან მიმართებაში და მათ ჩაუტარდათ ტრენინგი „გენდერული მეინსტრიმნგი“, ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი გენდერის საკითხებში მამუკა გაჩეჩილაძე.