„საზოგადოება ბილიკი“ მონაწილეობას მიიღებს EASPD-ის საერთაშორისო კონფერენციაში “Opening Doors”, ათენში.
2024 წლის 17-18 ოქტომბერს, ათენში, EASPD-ისა და THE NET-ის ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „Opening Doors”: როგორ შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის სერვისებმა გახსნას შრომის ღია ბაზარი?კონფერენცია ფოკუსირებული იქნება პრაქტიკული მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და კანონმდებლობის გაზიარებაზე, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთათვის მეტი შესაძლებლობების შექმნას შრომის ღია ბაზარზე. კონფერენციის გარდა, EASPD-ის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ წევრების […]
ტრენინგი – ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების ინსტრუმენტები”
„საზოგადოება ბილიკი“ ახორციელებს პროექტს “ინკლუზიური განათლება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგები თემაზე: ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების ინსტრუმენტები”. 2024 წლის 26 სექტემბერს, ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ადმინისტრაციის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორებმა. 27-28 სექტემბერს კი ტრენინგის მონაწილეები იყვნენ პროექტის ფარგლებში შერჩეული საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების მშობლები. სააგენტოს მხარდაჭერით […]
ორგანიზაციული განვითარება
2024 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში „საზოგადოება ბილიკმა“ ევროპის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა „ორგანიზაციული განვითარების ინიციატივა“. ინიციატივა მიზნად ისახავდა „საზოგადოება ბილიკის“ – ს გამგეობის, ფონდების მოზიდვის, ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვის სისტემის, კომუნიკაციისა და პროგრამის მართვის შესაძლებლობების გაზრდას. ინიციატივის ფარგლებში გამგეობის წევრებისა და ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერებისთის, მათი კომპეტენციის გაზრდის მიზნით, ჩატარდა ტრენინგი ორგანიზაციის ბიუჯეტის ფორმირებისა და ხარჯვითი ნაწილის […]