2024 წლის 17-18 ოქტომბერს, ათენში, EASPD-ისა და THE NET-ის ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „Opening Doors”: როგორ შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის სერვისებმა გახსნას შრომის ღია ბაზარი?კონფერენცია ფოკუსირებული იქნება პრაქტიკული მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და კანონმდებლობის გაზიარებაზე, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთათვის მეტი შესაძლებლობების შექმნას შრომის ღია ბაზარზე.
კონფერენციის გარდა, EASPD-ის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ წევრების ფორუმის შეხვედრებს (16-18 ოქტომბერი) და გენერალურ ასამბლეას (19 ოქტომბერი).
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ორგანიზაციას წარმოადგენს „საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი. 2019 წელს EASPD-ში გაწევრიანების შემდეგ, “საზოგადოება ბილიკი” აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებში, რომლებიც ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერებაზე.
ორგანიზაციის მუდმივი ჩართულობა მსგავს ინიციატივებში ხაზს უსვამს მის ვალდებულებას ხელი შეუწყოს ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს და მხარი დაუჭიროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
“საზოგადოება ბილიკის” საქმიანობისა და ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს.