„საზოგადოება ბილიკში“ საინტერესო შეხვედრები ჩატარდა ,,სურსათის უვნებლობა 65+ ასაკობრივ პირთათვის” მოცემული აქტივობა ევროკავშირის ფართომაშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოში სურსათის უვნებლობის სექტორის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
პროექტი „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).


