ფლეშ მობი გორში

2024 წლის 8 ივნისს, გორის ვაჟა ფშაველას სახელობის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ,,გორი მოლში” ფლეშმობი გამართეს. მოსწავლეებმა შშმ პირების როლი მოირგეს, რათა საზოგადოების ყურადღება შშმ პირების პრობლემებზე, მათი უფლებების დაცვის საკითხებზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საჭიროებაზე გაემახვილებინათ.

,,როდესაც ეტლები მოვიტანე და რეპეტიცია გაიარეს მოსწავლეებმა, რაღაცნაირად გაოცდნენ, როგორ ახერხებენ შშმ პირები თითქოსდა ადვილად გადაადგილებასო” – აღნიშნა პედაგოგმა ნათია მაკრახიძემ, ფლეშმობის სცენარის ავტორმა და დადგმის ორგანიზატორმა.

ფლეშმობს შეუერთდნენ Zumba Fitness Georgia • ზუმბა ფიტნესი საქართველო-ს ინკლუზიური შოუს ჯგუფის წევრები ქეთი ზაზანაშვილის ხელმძღვანელობით და ,,გორი მოლში” შეკრებილ საზოგადოებას ინკლუზიურ თემაზე საცეკვაო ნომერი წარუდგინეს.

აღსანიშნავია, რომ ფლეშმობს შშმ პირთა უფლებების დაცვის თემაზე სკოლაში გამართული პოსტერების კონკურსი უძღვოდა. საუკეთესო ნამუშევრები „გორიმოლის“ ფოიეში იყო წარმოდგენილი. პოსტერების კონკურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

მადლობა „გორი მოლის“ პიცერიას PuPone • პუპონე-ს რომელმაც ფლეშმობის მონაწილეებს უმასპინძლა და „გორი მოლს“ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

ფლაშმომობი შშმ პირთა საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გაიმართა, “საზოგადოება ბილიკისა” და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET o. z.-ის ერთობლივი პროექტის „დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე 2“ ფარგლებში, რომელიც SlovakAid-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

იწყება ა(ა)იპ “საზოგადოება ბილიკი”-ს რეორგანიზაცია გაყოფა (გამოყოფა) დაფუძნების გზით. 

იხილეთ საერთო კრების გადაწყვეტილება და გამოყოფის გეგმა (პროექტი).

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

ფლეშ მობი მარნეულში

2024 წლის 21 მაისს, ქ. მარნეულის #1 აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის უფროსკლასელები, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით გამართულ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდნენ

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

ფლეშმობი ზუგდიდში

2024 წლის 15 მაისს, ზუგდიდის სავაჭრო ცენტრში „ზუგდიდი მოლი“, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში, ფლეშმობი გაიმართა. კამპანიის მიზანი შშმ

მეტის ნახვა »
Skip to content