2022 წლის 6 დეკემბერს | მრგვალი მაგიდა, პანელური დისკუსია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის  და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.

2022 წლის 6 დეკემბერს, ,,საზოგადოება ბილიკის“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENT-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის  და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციის საკითხებზე   იმსჯელეს.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა სლოვაკური ორგანიზაცია TENENT-ის  წარმომადგენელმა მარსელა ჰაჯთმანკოვამ.  მონაწილეებს მიესალმა სლოვაკეთის საელჩოს საქართველოში წარმომადგენელი  ზუზანა პოლოსოვა და  საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობის  მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელენა კოფსოვამ, TENENT-ის  ხელმძღვანელმა და პიტერ მესზაროსმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალურ საკითხთა და ოჯახის სამინისტროს აღმასრულებელი სააგენტოს წარმომადგენელმა მონაწილეებს სლოვაკეთში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის და სოციალური საწარმოების მუშაობის  სპეციფიკა გააცნეს.  

„საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელმა  მარიკა მღებრიშვილმა პროექტის მიმდინარეობის პრეზენტაცია წარადგინა. ხოლო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ველთაურმა დამსწრეებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამები გააცნო.

შეხვედრის მსვლელობისას ორი  პანელური დისკუსია გაიმართა. პირველი  შშმ პირების დასაქმების სფეროში არსებულ პრობლემებს, ბარიერებს და მათი მოგვარებისა და გადაჭრის საკითხებს შეეხო, ხოლო მეორე მუნიციპალიტეტებში არსებული შშმ პირთა საბჭოების მუშაობის გააქტიურებას.

შეხვედრის მსვლელობისას დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული შშმ პირთა უფლებათა დაცვის საკონსულტაციო საბჭოს,  შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სლოვაკეთის საელჩოს და მედიის  წარმომადგენლებმა.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

667382600_1558102512413894_8645150606661427192_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

„AGE of AI“- ტრენინგები ახალგაზრდებისთვის და ორგანიზაციისთვის

30 და 31 მარტს „საზოგადოება ბილიკში“ გაიმართა ტრენინგი თემაზე „AGE of AI“. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა გაძლიერება პრაქტიკული AI უნარებით,

მეტის ნახვა »
662351429_1555158122708333_4790539834496045637_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

2 აპრილი, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე!

აუტიზმი არ არის დაავადება ! ეს არის სამყაროს განსხვავებული აღქმა. დაინახე განსხვავებულად, შექმენით მხარდამჭერი გარემო, სადაც ყველას შეეძლება რეალიზება. 2

მეტის ნახვა »
2. ერთად მეტი ზრუნვისთვის.jpg (2)
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ერთად მეტი ზრუნვისთვის

ააიპ „საზოგადოება ბილიკსა“ და მედიქალ ვორლდის ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც თანამშრომელთა, ასევე ბენეფიციართა კეთილდღეობისა და

მეტის ნახვა »
Skip to content