2023 წლის 10-14 ივლისს „საზოგადოება ბილიკის“ პროექტის “დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება – შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება” ფარგლებში 4 დღიანი ტრენინგ კურსი გაიმართა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და პროექტში შექმნილი მუნიციპალიტეტების სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის, დაბა ურეკში.

2023 წლის 10-14 ივლისს „საზოგადოება ბილიკის“ პროექტის “დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება – შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება” ფარგლებში 4 დღიანი ტრენინგ კურსი გაიმართა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და პროექტში შექმნილი მუნიციპალიტეტების სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის, დაბა ურეკში.

ტრენინგ-კურსის თემები:

1. „გუნდური მუშაობა, ინიციატივის წარდგენა და პასუხისმგებლობის გადანაწილება“;
2. „შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკანონმდებლო ბაზის გაცნობა .

ტრენინგის პირველ და მეორე დღეს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ თემებთან დაკავშირებით:

• გუნდის მუშაობის ეფექტურობის ფაქტორები, გუნდური მუშაობის გამოწვევები;
• გუნდის მუშაობის პროცესი და შინაარსი;
• ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების სირთულეები; რთული, ფასეულობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება;
• გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმების შემუშავება;
• კონსენსუსის მიღწევის სირთულეები;
• გადაწყვეტილების მიღების მეთოდები.
ტრენინგს უძღვებოდნენ ორგანიზაცია „პარტნიორობა საქართველოს“ ტრენერები.

ტრენინგის მე-3 და მე-4 დღეს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ თემებთან დაკავშირებით:

• ცვლილებები შშმ პირთა პრობლემების გააზრებაში;
• გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენცია;
• შშმ პირთა უფლებები საქართველოს კანონმდებლობაში;
• შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის შემუშავება ადგილობრივ დონეზე;
• ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შშმ პირთა პოლიტიკის შედარებითი ანალიზი;
• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამები და გამოწვევები;
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამები და გამოწვევები.

ტრენინგს „შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საკანონმდებლო ბაზის გაცნობა უძღვება პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისი.

• პროექტი „დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება – შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“ მხარდაჭერილია პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ევროპის ფონდთან და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით.

• პროექტის მიზანია: ხელი შეეწყოს ადგილობრივ მუნიციპალურ პოლიტიკას, რათა გაუმჯობესდეს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და დაცვა.
• პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია : გორი, ხაშური, ახალციხე.

წყარო: https://qartli.ge

შემოთავაზებული მედია გაშუქება

Skip to content