2023 წლის 21-26 ოქტომბერს, ბორჯომში, „საზოგადოება ბილიკის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე.

2023 წლის 21-26 ოქტომბერს, ბორჯომში, „საზოგადოება ბილიკის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ესწრებოდნენ   qartli.ge-ს, TV მონიტორინგის,  NEO TV-ს, TV მოზაიკის ჟურნალისტები და გორის, მარნეულის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო დეპარტამენტების თანამშრომლები.

შეხვედრას იურისტი ანა თავხელიძე და ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი უძღვებოდნენ.

მონაწილეებმა შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, როგორც საკანონმდებლო საკითხების მიმართებაში ასევე შშმ პირების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. განიხილეს თოქ შოუში „რეალური სივრცე“ სოციალურ საკითხებზე მომზადებული გადაცემები და შედეგები. 

შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დიდია მედიის როლი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების, ნიჭისა და უნარების განვითარების,  დასაქმების ხელშეწყობა და რაც მთავარია მათი უფლებათა დაცვის საქმეში. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება ამ სფეროში არსებული სიძნელეების შესახებ.

„ მეგონა ეს ის თემაა, რომელზეც ყველაფერი ვიცი, თუმცა აღმოჩნდა, რომ კიდევ ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც  მაქვს ინფორმაციის ნაკლებობა ….

ახლა მინდა დროულად დავბრუნდე ჩემს მუნიციპალიტეტში და აქ მიღებული გამოცდილება შშმ პირებს გავუზიარო, რათა დავეხმარო მათ საკუთარი უფლებების დაცვისა და რესურსების რეალიზაციის მიმართულებით“ -აღნიშნა ტვ მონიტორინგის ჟურნალისტმა მაკა კოჭლამაზაშვილმა“

ხოლო თამუნა კიპაროიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან სთქვა: „ვფიქრობ, სწორად დაგეგმილმა ტრენინგმა, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიული ცოდნის გაზიარებას, ასევე პრაქტიკული დავალებების შესრულებას, მოგვცა საშუალება სამომავლოდ წვლილი შევიტანოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში“- წარმომადგენელმა.

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან გაიმართა პროექტის „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ,,საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი   Slovak Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

Boys & Girls Clubs of Sarasota and DeSoto Counties-ს ვიზიტი „საზოგადოება ბილიკში“.

2025 წლის 15-18 ივნისს, „საზოგადოება ბილიკს“ ესტუმრნენ სარასოტას და დესოტოს გოგონათა და ბიჭების კლუბის (Boys & Girls Clubs of Sarasota

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

“საზოგადოება ბილიკი” 28 წლისაა

წელსაც, ჩვენს დაბადების დღეს განსაკუთრებული სიხარულით შევხვდით და ჩვენი პატარა მეგობრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმეთ. დღე : ბილიკისა“ და „სხივის“ დღის

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

EASPD-ის გენერალური მდივნის მოადგილის ტიმოთი გილეინის ვიზიტი

2025 წლის 20-22 მაისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების მომწოდებელთა ევროპული ასოციაციის (EASPD) გენერალური მდივნის მოადგილე,

მეტის ნახვა »
Skip to content