2024 წლის 4 აპრილს, „საზოგადოება ბილიკისა“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე.

კონფერენცია გახსნა  „საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა. მონაწილეებს მიესალმა მარსელა ჰაჯთმანკოვა სლოვაკეთიდან, მან პროექტის წარმატებულ განხორციელებას და  შშმ პირთა საკითხებზე გამართულ დისკუსიების მნიშვნელობას  გაუსვა ხაზი.

მარიკა მღებრიშვილმა, პროექტის პრეზენტაცია  და პროექტის ფარგლებში შშმ პირების ჩართულობით გადაღებული ვიდეოები წარუდგინა მოწვეულ სტუმრებს.

კონფერენციის მონაწილეები ასევე გაეცნენ  სლოვაკელი პარტნიორების გამოცდილებას. სლოვაკეთიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულმა პარტნიორებმა  ელენა კოფცოვამ,  და მარტინ მნაჰონჩაკმა შშმ პირთა დასაქმების პოლიტიკა და საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს.

საინტერესოდ წარიმართა პანელური დისკუსიები, რომლის მონაწილეებმა იმსჯელეს შშმ პირთა დასაქმების მხრივ არსებულ გამოწვევებსა და წარმატებებზე, პროექტში ჩართულ მუნიციპალიტეტებში მოქმედი შშმ პირთა საბჭოების საქმიანობაზე.

ანა ბაქრაძემ „ქართლის ამბები“ ჟურნალისტმა მოამზადა ვიდეო სადაც შშმ პირები თვითონ საუბრობენ ადგილობრივი მედიის როლზე შშმ პირთა საკითხების ადვოკატირებისა  და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

ბიზნესის,  კერძოდ ჰიპერმარკეტი „კარფურის“ წარმომადგენელმა ნათია  უხურგუნაშვილმა  შშმ პირთა დასაქმების გამოცდილება გაუზიარა მონაწილეებს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებმა.

კონფერენცია გაიმართა პროექტის „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე 2“, რომელსაც ახორციელებენ „საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი Slovak Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
Admin1997

2024 წლის 4 მარტს, ქ. ზუგდიდში რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

📢2024 წლის 4 მარტს, ქ. ზუგდიდში, სასტუმრო ,,ლეთო”-ში „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით გაიმართა რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთანსამუშაო შეხვედრა- სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების და

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

2024 წლის 23 თებერვალს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მონაწილეებმა სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების საკითხებზე იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია “საზოგადოება ბილიკის” ხელმძღვანელმა მარიკა

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა

2023 წლის 22 ნოემბერს, „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით რეგიონის ბიზნესის, სოციალური საწარმოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ   და სოციალური პასუხისმგებლობის

მეტის ნახვა »
Skip to content