2024 წლის 4 მარტს, ქ. ზუგდიდში რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

📢2024 წლის 4 მარტს, ქ. ზუგდიდში, სასტუმრო ,,ლეთო”-ში „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით გაიმართა რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან
სამუშაო შეხვედრა- სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების საკითხებზე.
➡️პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია ,,საზოგადოება ბილიკის” ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა წარმოადგინა.
➡️ნინო გიორგაძემ, კერძო ბიზნესისა და სოციალური საწარმოს ხელმძღვანელმა, რომელიც ასევე შეხვედრის დისკუსიას უძღვებოდა, მონაწილეებს საკუთარი ბიზნესის ისტორია, სოციალური მეწარმეობის გამოცდილება და სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაცია გაუზიარა.
➡️დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის კოორდინატორმა, აკაკი კოროშინაძემ სააგენტოს პროგრამები გააცნო მონაწილეებს და ისაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს და ხელს უშლის შშმ პირთა დასაქმებას.
✅პროექტს ,,დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შღომის ბაზარზე 2″ ახორციელებს „საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET -ი, Slovak Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

Boys & Girls Clubs of Sarasota and DeSoto Counties-ს ვიზიტი „საზოგადოება ბილიკში“.

2025 წლის 15-18 ივნისს, „საზოგადოება ბილიკს“ ესტუმრნენ სარასოტას და დესოტოს გოგონათა და ბიჭების კლუბის (Boys & Girls Clubs of Sarasota

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

“საზოგადოება ბილიკი” 28 წლისაა

წელსაც, ჩვენს დაბადების დღეს განსაკუთრებული სიხარულით შევხვდით და ჩვენი პატარა მეგობრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმეთ. დღე : ბილიკისა“ და „სხივის“ დღის

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

EASPD-ის გენერალური მდივნის მოადგილის ტიმოთი გილეინის ვიზიტი

2025 წლის 20-22 მაისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების მომწოდებელთა ევროპული ასოციაციის (EASPD) გენერალური მდივნის მოადგილე,

მეტის ნახვა »
Skip to content