2024 წლის 23 თებერვალს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მონაწილეებმა სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების საკითხებზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია “საზოგადოება ბილიკის” ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა წარმოადგინა.

ნინო გიორგაძემ, კერძო ბიზნესისა და სოციალური საწარმოს ხელმძღვანელმა, რომელიც ასევე შეხვედრის  დისკუსიას უძღვებოდა, მონაწილეებს საკუთარი ბიზნესის ისტორია, სოციალური მეწარმეობის გამოცდილება და სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაცია გაუზიარა.

დისკუსიის დროს  მცირე ბიზნესის წარმომადგენლების მიერ წარმატებული მაგალითების განხილვამ და  გამოცდილების  გაზიარებამ ცხადყო, რაოდენ მნიშვნელოვანი და დროულია არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისათვის, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის და რეგიონის ეკო სისტემის გამყარების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე ბიზნესის წარმომადგენლები: სასათბურე, საჩითილე, მებოსტნეობის და ფერმერული მეურნეობის წარმომადგენლები, ასევე სილამაზის სალონის, ყავის დრაივ-კაფეს, საცხობის, სამკაულის  და მუყაოს ჭიქების მწარმოებლები,  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„შშმ პირების დასაქმების საკითხებზე ზრუნვა დროული და უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს განათლების როლი, აუცილებელია საზოგადოების და თემის ინფორმირების დონის ამაღლება და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი ღებულობს თუ არა შშმ ბავშვი თავის უნარების შესატყვის განათლებას? რათა შემდგომში მას მიეცეს დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა“ – აღნიშნა სურიკ ჩიჩიანმა, უსინათლოთა კავშირის და მარნეულის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა საბჭოს წევრმა დისკუსიის დროს.

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა პროექტის „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“  ფარგლებში.  პროექტებს ახორციელებენ „საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი, Slovak Aid-ის   ფინანსური მხარდაჭერით.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

“საზოგადოება ბილიკის“ მშობელთა კლუბი – მნიშვნელოვანი შეხვედრები გორსა და ხაშურში

„საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებში, გორსა და ხაშურში, 19 და 26 დეკემბერს „მშობელთა კლუბის“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრები თემაზე

მეტის ნახვა »
605314376_1472098191014327_4592671597330479107_n
უახლესი ამბები
საზოგადოება ბილიკი

მოხალისე ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი

ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრის აღსაზრდელებს უსასყიდლოდ ასწავლის ცეკვას. მარიამ ადუაშვილი არის ქორეოგრაფიული ანსამბლ „ცეროდენას“ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და

მეტის ნახვა »
593862632_1453863769504436_4540346414586507306_n
უახლესი ამბები
საზოგადოება ბილიკი

მშობელთა კლუბის მორიგი შეხვედრა თემაზე ,, ადრეული წიგნიერება და მეტყველების განვითარება”

ნოემბრის თვეში “საზოგადოება ბილიკის” ბავშვთა და მოზარდთა განვითარების გორის და ხაშურის ცენტრების „მშობელთა კლუბებში“ ფსიქოლოგმა მარიამ გოჩიაშვილმა და მეტყველების თერაპევტებმა

მეტის ნახვა »
Skip to content