ფლეშ მობი მარნეულში
2024 წლის 21 მაისს, ქ. მარნეულის #1 აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის უფროსკლასელები, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით გამართულ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდნენ და სკოლის ეზოში ფლეშმობი წარმოადგინეს. სლოგანი „ჩართვა, დასაქმება, ერთიანობა“ წარმოადგენდა ფლეშმობის ლაიტმოტივს. ფლეშმობს შშმ პირთა უფლებების დაცვის თემაზე სკოლაში გამართული პოსტერების კონკურსი უძღვოდა. საუკეთესო ნამუშევრები სკოლის ეზოში იყო წარმოდგენილი. დასასრულს პოსტერების კონკურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. […]