ტრენინგი “ინკლუზიური განათლება და შეფასების ინსტრუმენტები”
2024 წლის 13-14-15 სექტემბერს, „საზოგადოება ბილიკის“ პროექტის “ინკლუზიური განათლება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები თემაზე: ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების ინსტრუმენტები”, რომელშიც მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული აღმზრდელები და ასისტენტები. ტრენინგს უძღვებოდა განათლების ფსიქოლოგი თამარ ნაკაიძე. პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. სააგენტოს მხარდაჭერით პროექტში ჩაერთო 10 […]