მითოდრამა

ქართულ-შვეიცარიული პროექტ „ნერგი“-სა და “საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის” ორგანიზებით, “საზოგადოება ბილიკში” ჩატარდა მითოდრამის ჯგუფური, 12 ფსიქოთერაპიული შეხვედრა. ჯგუფს უძღვებოდნენ: მითოდრამის მეთოდის დიპლომირებული სპეციალისტები ლარისა ეგნატაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, თამთა თაყაძე; მითოდრამის მეთოდის ავტორია ციურიხის კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის დირექტორი და ციურიხის განათლების უნივერსიტეტის პროფესორი ალლან გუგენბიული.