გორის მუნიციპალიტეტში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, გორის მერიის და ,,საზოგადოება ბილიკის’’ ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებული პირები გაეცნენ უფასო სახელმწიფო სერვისებსა და პროგრამებს, რომლებიც მათი განათლების, დასაქმების და ეკონომიკური გაძლიერებისკენაა მიმართული.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შშმ პირთა გაძლიერებისა და დასაქმების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს. სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს გორის მერიასთან და საზოგადოება ბილიკთან.