ფლეშ მობი მარნეულში

2024 წლის 21 მაისს, ქ. მარნეულის #1 აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის უფროსკლასელები, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით გამართულ

საინფორმაციო კამპანიას შეუერთდნენ და სკოლის ეზოში ფლეშმობი წარმოადგინეს.

სლოგანი „ჩართვა, დასაქმება, ერთიანობა“ წარმოადგენდა ფლეშმობის ლაიტმოტივს.

ფლეშმობს შშმ პირთა უფლებების დაცვის თემაზე სკოლაში გამართული პოსტერების

კონკურსი უძღვოდა. საუკეთესო ნამუშევრები სკოლის ეზოში იყო წარმოდგენილი.

დასასრულს პოსტერების კონკურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

წარმოდგენა პედაგოგ ნათია მარტიაშვილის ხელმძღვანელობით დაიდგა.

ფლეშმობი, ორგანიზებული იყო “საზოგადოება ბილიკისა” და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის ერთობლივი პროექტის „დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე 2“ ფარგლებში, რომელიც Slovak Aid,-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

707561414_1600523498171795_8401072571200920015_n
მედია გაშუქება
საზოგადოება ბილიკი

ტრენინგები 65+ ასაკობრივ პირთათვის

„საზოგადოება ბილიკში“ საინტერესო შეხვედრები ჩატარდა ,,სურსათის უვნებლობა 65+ ასაკობრივ პირთათვის” მოცემული აქტივობა ევროკავშირის ფართომაშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოში სურსათის უვნებლობის

მეტის ნახვა »
697210380_1589794192578059_5664112723762726245_n
მედია გაშუქება
საზოგადოება ბილიკი

ევროპის დღე

9 მაისს „საზოგადოება ბილიკის“ ახალგაზრდები თბილისში, ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. დაათვალიერეს ინტერაქტიული და მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც ევროკავშირის

მეტის ნახვა »
684138823_1575834033974075_5743862594284686622_n (2)
უახლესი ამბები
საზოგადოება ბილიკი

შეხვედრა მშობლებთან

2026 წლის 17 და 24 აპრილს, გორსა და ხაშურში, „საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებში, „მშობელთა კლუბის“ ფარგლებში გაიმართა

მეტის ნახვა »
Skip to content