EASPD-ის გენერალური მდივნის მოადგილის ტიმოთი გილეინის ვიზიტი

2025 წლის 20-22 მაისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების მომწოდებელთა ევროპული ასოციაციის (EASPD) გენერალური მდივნის მოადგილე, ტიმოთი გილეინი.

ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ შშმ პირების უფლებებისა და საჭიროებების უზრუნველყოფაზე.

21 მაისს ევროპის ფონდის, ასოციაცია ანიკასა და „საზოგადოება ბილიკის“ ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, სადაც ტიმოთი გილეინმა დეტალურად წარმოადგინა EASPD-ის საქმიანობა, შემდეგ კი ონლაინ ფორმატში უცხოელმა ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება შემდეგ საკითხებზე:

1.დასაქმების ეროვნული პოლიტიკა და დასაქმების ალტერნატიული მოდელები;

2.ბავშვთა დაცვის გარანტია და ბავშვთა ადრეული ინტერვენცია;

3.შშმ პირებისთვის სერვისების მიწოდების მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წარმატებული პრაქტიკა და ანგარიში.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

904236995_122233603220498639_2911086301706727492_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

 „ორგანიზაციის პულსის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

“საქართველოს ბანკისა” და “მეთოდოს” ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც ორგანიზაციული კლიმატისა და თანამშრომელთა ჩართულობის კვლევის 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ.

მეტის ნახვა »
CSA_1
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

„საზოგადოება ბილიკი“ — ახალი ცოდნა და გამოცდილება ორგანიზაციული განვითარებისთვის

2026 წლის 27–30 ოქტომბერს „საზოგადოება ბილიკის“ წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო Civil Society Academy International-ის მიერ ორგანიზებულ ოთხდღიან საერთაშორისო ონლაინტრენინგში — „ფონდების

მეტის ნახვა »
კონდერენცია
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

კონფერენცია: „ერთი წლის გამოცდილება — მიღწევები, გამოწვევები და განვითარების ხედვა“

23–24 ოქტომბერს “საზოგადოება ბილიკმა“ შიდა პროფესიული კონფერენცია: „ერთი წლის გამოცდილება — მიღწევები, გამოწვევები და განვითარების ხედვა“ გამართა, რომელშიც გორისა და

მეტის ნახვა »
Skip to content