Boys & Girls Clubs of Sarasota and DeSoto Counties-ს ვიზიტი „საზოგადოება ბილიკში“.

2025 წლის 15-18 ივნისს, „საზოგადოება ბილიკს“ ესტუმრნენ სარასოტას და დესოტოს გოგონათა და ბიჭების კლუბის (Boys & Girls Clubs of Sarasota and DeSoto Counties) წარმომადგენლები ამერიკელ ახალგაზრდებთან ერთად.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობას, მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს, ასევე პირადად მოინახულეს ყველა ცენტრი, სადაც „ბილიკი“ ბავშვებსა და ახალგაზრდებს მომსახურებას უწევს.

მათ განსაკუთრებით დააინტერესათ ჩვენი დღის ცენტრების საქმიანობა და აქტიურად ჩაერთვნენ შემოქმედებით აქტივობებში. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ხელგარჯილობის სტუდიის მასტერკლასებში როგორც დღის ცენტრ „ბილიკში“, ისე „სხივში“, სადაც მათ თავად დაამზადეს სამაჯურები და სათამაშოები.

სტუმრებისათვის განსაკუთრებული ემოციური მომენტი იყო ბავშვების მიერ ორგანიზებული მცირე წარმოდგენა – სადაც მათ ნახეს და მოისმინეს ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები. ახალგაზრდებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა დაეკრათ ქართულ ნაციონალურ საკრავზე – ფანდურზე.

ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შეხვედრა „ბილიკის“ Access-ის მოსწავლეებთან და ახალგაზრდული კლუბის წევრებთან. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გაცვალეს ინფორმაცია ამერიკულ და ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე და ერთმანეთს დაუსვეს საინტერესო კითხვები.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

793518553_1694663015424509_2681724475739606629_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

მონაწილეობა Erasmus+ გაცვლით პროგრამაში

17-28 აგვისტოს „საზოგადოება ბილიკისა“ და „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ ერთობლივი ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სლოვენიაში გამართულ Erasmus+ გაცვლით

მეტის ნახვა »
700078453_1956268965053957_7691613683241923320_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის ორწლიანი სასტიპენდიო პროგრამა (Access) წარმატებით დასრულდა

2011 წლიდან ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი“ აქტიურად არის ჩართული ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამაში (Access) და ამ წლების განმავლობაში ასობით წარმატებული

მეტის ნახვა »
722935481_1617738729783605_7958940017238067989_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული

კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული წარმატებით დასრულდა! 2026 წლის პირველი ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრებში გაიმართა კულტურული

მეტის ნახვა »
Skip to content