2023 წლის 21-22 თებერვალს ქ. გორში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.

2023 წლის 21-22 თებერვალს ქ. გორში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის პირველი დღე გახსნა TENENET- ის წარმომადგენელმა მარსელა ჰაჯთმანკოვამ. პროექტის ,,დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“ შედეგების პრეზენტაცია გააკეთა „საზოგადოება ბილიკის“ ასოციაციის თავმჯდომარე მარიკა მღებრიშვილმა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ველთაურმა წარმოადგინა შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს პროგრამების სიტუაციური ანალიზი 2020 წლიდან დღემდე. შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის შესახებ არსებული მდგომარეობა შეაჯამა ქეთევან ბებიაშვილმა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გოჩა ქავთარაძემ კი კონფერენციის მონაწილეებს შშმ პირთა დასაქმების მხარდაჭერასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითები გააცნო.

მხარდაჭერითი დასაქმების საუკეთესო პრაქტიკა ბრატისლავას მუნიციპალიტეტის მაგალითზე მონაწილეებს წარუდგინა TENENET-ის წარმომადგენელმა ნიკოლეტა ლუპტაკოვამ. პროექტთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ რეგიონულ დონეზე კი ისაუბრეს: ნინო ლიპარტელიანმა – ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; მანანა ნარიმანიძემ – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი; დავით ჩიხრაძემ – გორის მუნიციპალიტეტის მერია; მანანა ორჯონიკიძემ – ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო; ელენე გოგოლაძემ – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია; ნინო ლაზვიაშვილმა – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროექტში მონაწილე მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი თვითმმართველობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ,,საზოგადოება ბილიკის“, სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ისა და მედიის წარმომადგენლები. იხილეთ შეხვედრაზე გამოყენებული მასალები მითითებულ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1Jw1tZh4fAdxnM_nwtA5HNXzr1qXNVy7P?fbclid=IwAR2dabeNa8MMfAP5K_uHaZlac_ePXL4DA5sfQt-4jgzw6l4fiJXVjiD120s

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

EASPD-ის კონფერენცია ათენში

2024 წლის 17-18 ოქტომბერს, ათენში, EASPD-ისა და THE NET-ის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „Opening Doors”: როგორ შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

„საზოგადოება ბილიკი“ მონაწილეობას მიიღებს EASPD-ის საერთაშორისო კონფერენციაში “Opening Doors”, ათენში.

2024 წლის 17-18 ოქტომბერს, ათენში, EASPD-ისა და THE NET-ის ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „Opening Doors”: როგორ შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

ტრენინგი – ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების ინსტრუმენტები”

„საზოგადოება ბილიკი“ ახორციელებს პროექტს “ინკლუზიური განათლება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგები თემაზე: ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების

მეტის ნახვა »
Skip to content